19 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
"ეს არის ინკვიზიცია" - არა საპარლამენტო ოპოზიცია "რუსთავი2"-ის საქმეზე

არსებული სარედაქციო პოლიტიკით რუსთავი2-ის  ფუნქციონირების მნიშვნელობაზე საუბრობენ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. მათი თქმით, ეს საკითხი არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებისთვის გადამწყვეტია.

პოლიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ რუსთავი 2-ის საკითხმა ხელი შეუშალოს ქვეყანას ევროპასთან ინტეგრირების პროცესში.

„ბრძოლა მიმდინარეობს ხელისუფლების მხრიდან, ამიტომ ჩვენ ყველაფერი უდნა გავაკეთოთ, რომ დავიცვათ რუსთავი 2,“- განაცხადა პაატა დავითაიამ.

სასამართლო პროცესზე დასწრების აუცილებლობაზე საუბრობს ახალი მემარჯვენეების ერთ-ერთი ლიდერი. მანანა ნაჭყებია ამბობს, რომ საზოგადოებამ ხელისუფლებას კრიტიკული მედიის გაქრობის შესაძლებლობა არ უნდა მისცეს.

„სასამართლო რომ მართულია აქ ორი აზრი არ არის. ეს საბოლოო ჯამში, გავლენას იქონიებს არა მხოლოდ ვიზა ლიბერალიზაციაზე, არამედ მთლიან ევროპასთან ინტეგრირების პროცესზე,“-განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.

რუსთავი 2-ის მიმართ მიმდინარე სასამართლო პროცესებს პოლიტიკურად მართულს უწოდებენ ეროვნულ დემოკრატიული პარტიისა და ლეიბორისტული პარტიის წევრებიც. გიორგი გუგავა ამბობს, რომ ხელისუფლება ინკვიზიციას ახორციელებს.

დღის ამბები