19 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის საქმე - 7 ივნისი [მიმდინარე ამბები]

14:03 - სასამართლო პროცესი ტვ საქართველოს იურისტების მიერ მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდა.

12:52 - სასამართლო პროცესზე ერთსაათიანი შესვენება დაიწყო.

12:00 - სასამართლოში მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი მიმდინარეობს. გიორგი და ლევან ყარამანიშვილების ადვოკატმა ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა, რომ არ უნდა იმ ფარსში მონაწილეობა, რომელსაც ქიბარ ხალვაში და სასამართლო აწყობენ, რის გამოც მან გადაწყვიტა დარბაზში მყოფებს განუმარტოს მტკიცებულებების აბსურდულობა. 

11:38 - სააპელაციო სასამართლოში, რუსთავი 2-ის პროცესზე მტკიცებულებათა გამოკვლევა მიმდინარეობს.

11:02 - სასამართლო პროცესი ხმაურისა და კამათის ფონზე მიმდინარეობს.

10:53 - "თქვენ არ გაინტერესებთ სამართლებრივი საკითხები, თქვენ გაინტერესებთ ყველა სხდომაზე აცილება დააყენოთ გამოგონილი ტყუილებით,“ - განაცხადა ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა, პაატა სალიამ. 

10:51 - "რაც აქ ხდება, არის კრიმინალი და ჩვენ აქ ჩუმად არ ვიჯდებით, სანამ ეს კრიმინალი მიმდინარეობს,“ - განაცხადა ადვოკატმა, ზაზა ბიბილაშვილმა.

10:35 - სასამართლო კოლეგიამ ადვოკატი დიმიტრი ძაგნიძე 500 ლარით დააჯარიმა.

10:29 - პოლიტიკოსებმა და დარბაზში მყოფმა რუსთავი 2-ის მხარდამჭერება დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. 

10:28 - სასამართლო კოლეგიამ ადვოკატი ზაზა ბიბილაშვილი 500 ლარით დააჯარიმა.

10:27 - პროცესზე დარჩენილი იურისტები სასამართლოზე რუსთავი 2-ის იურისტების დაშვებას ითხოვენ.

10:22 - სასამართლო კოლეგიამ პროცესზე რუსთავი 2-ის იურისტების დაშვებაზეც უარი განაცხადა. 

10:20 - სასამართლო კოლეგიამ რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი პროცესზე არ დაუშვა.

10:16 - ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა სასამართლო პრცესზე განაცხადა, რომ სააპელაციო სარჩელზე უარს ამბობს, რაც სასამართლო კოლეგიამ დააკმაყოფილა. 

10:14 - პროცესი საავტორო უფლებებთან დაკავშირებით ქიბარ ხალვაშის მხარის სარჩელის განხილვით გაგრძელდა.

10:10 - სააპელაციო სასამართლოში რუსთავი 2-ის საქმის განხილვა დაიწყო. 

დღის ამბები