რუსთავი2-ის საქმეში ხელისუფლების ინტერესებზე მიუთითებს იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ზაზა ხატიაშვილი.
მისი თქმით, ხელისუფლება ჯიუტად ცდილობს, არჩევნებამდე შეცვალოს რუსთავი2-ის სარედაქციო პოლიტიკა.
„კარს მოგვადგა არჩევნები და რუსთავი2-ის გარეშე მე ვფიქრობ, რომ არც ერთი წამყვანი დემოკრატიული სახელმწიფო ივანიშვილის ხელისუფლებას არჩევნებს არ უცნობს. მე მიკვირს ხელისუფლების უგუნურობის, რომლებიც ჯიუტად, პატარა ბავშვივით ცდილობენ, რომ რუსთავი2-ის სარედაქციო პოლიტიკა შეცვალონ. თუ არის მეწილეებს შორის დავა, რატომ აკეთებს ქვეყნის პირველი პირი, ყოფილი პრემიერი განცხადებას? ანუ ეს ხალხი არის რუსთავი2-ის საქმის ირგვლივ აშკარად ინფორმირებული,“ - აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.