რუსთავი2-ის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესის უკმაყოფილებას ღიად გამოთქვამენ.
სააპელაციო სასამართლოში რუსთავი2-ის საქმის განხილვაა ისე დასრულდა, რომ სასამართლოს არ მოუსმენია არც მხარეთა პაექრობისთვის და არც რეპლიკებისთვის.
„სააპელაციო სასამართლომ, რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს, გადააჭარბა ურთმელიძის უტიფრობას და უკანონობას. დღეს ჩვენ არამცთუ დამოუკიდებელი სასამართლო არ გაგვაჩნია, დღეს ჩვენ არ გაგვაჩნია სასმართლო საერთოდ. ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია და ამას მართლმსაჯულებასთან საერთო არაფერი გააჩნია. ჩვენ არ დავნებდებით და ვიბრძოლებთ ბოლომდე,“ - განაცხადა ზაზა ბიბილეიშვილმა.
ქიბარ ხალვაშის ადვოკატი, პაატა სალია, რუსთავი2-ის ადვოკატების უკმაყოფილებას არ იზიარებს.
მისი თქმით, მოსამართლეების დღევანდელი გადაწყვეტილება მოულოდნელი არ იყო, რადგან სააპელაციო სასამართლოში პაექრობასა და რეპლიკებს არ ითვალისწინებს.