რუსთავი2-ის საქმის განხილვისას არსებულ კანონდარღვევებზე არასამთავრობო სექტორი ცალკე ანგარიშს მოამზადებს, რომელსაც ევროსტრუქტურებში გაგზავნის გასაცნობად.
ხელისუფლების გარდა, თითქმის მთელი პოლიტიკური სპექტრი თანხმდება, რომ ეს არის პირადად ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოცხადებული ომი და სასამართლო ამ შემთხვევაში არა მართლმსაჯულებას, არამედ კონკრეტულ დაკვეთას ახორციელებს.
მმართველი გუნდი კი, ტრადიციულად, 2 სუბიექტს შორის კერძო დავაზე მიანიშნებს.
ავტორი: ნატო მახვილაძე