ყოფილი ჟურნალისტი, გიორგი თარგამაძე, რუსთავი2-ის საქმეს "სამართლებრივ აბსურდსა" და "მკაფიოდ პოლიტიკურ საქმეს" უწოდებს.
მისი თქმით, ეს დაადასტურა ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის, დღევანდელმა პრესკონფერენციამაც წარმოაჩინა.
ამის შესახებ გიორგი თარგამაძემ გადაცემა არჩევანში ისაუბრა.
„ჩვენ დღეს მოვისმინეთ ორსაათნახევრიანი, ვრცელი ტირადა. ამ პრესკონფერენციამ აჩვენა, რომ ყველაზე მეტად ამ მმართველს ყელში გაჩხერილი ჰყავს რუსთავი2. ჩანს, რომ ეს ადამიანი არაადეკვატურია რეალობის მიმართ და ლოგიკასთან და თანმიმდევრობასთანაც პრობლემა აქვს,“ - განაცხადა გიორგი თარგამაძე.
გიორგი თარგამაძემ ბიძინა ივანიშვილის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც ისაუბრა და აქცენტი გააკეთა იმაზე, თუ რა ემართებათ ადამიანებს, რომელთაც შეგრძნება აქვთ განსაკუთრებული მისიისა და დიდი ძალაუფლება აქვთ.