19 ნოემბერი 2024,   21:37
ვრცლად
ის აღიარებს, რომ არის ქვეყნის არაფორმალურ მმართველი - მერაბ მეტრეველი

პაატა ბურჭულაძის პარტიის წევრმა, მერაბ მეტრეველმა, ბიძინა ივანიშვილის დღეს გაკეთებული განცხადებები შეაფასა და თქვა, რომ "ყოფილი პრემიერის მთავარი პრობლემა კრიტიკოსებში მტრების დანახვაა".

ამის შესახებ მერაბ მეტრეველმა გადაცემა არჩევანში ისაუბრა.

„მისი პრობლემაა, რომ კრიტიკოსს აღიქვამს მტრად. მინდა, ვუთხრა, რომ მისი მტრები ის ადამიანები არიან, ვინც ილია ჭავჭავაძეს ადარებენ. სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილი პროცესს აღიქვამს პირადად მასზე დაკავშირებულად და მასზე თავდასხმად. ამით კი ის აღიარებს, რომ არის ქვეყნის არაფორმალურ მმართველი,“ - აცხადებს მერაბ მეტრეველი.

დღის ამბები