19 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
დედაქალაქის მერმა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების შედეგები შეაფასა

დედაქალაქის მერი დღეს ვერეს ხეობაში იმყოფებოდა, სადაც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების შედეგები შეაფასა. ერთწლიანი სამუშაოების ფარგლებში, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალს. აშენდა ახალი ხიდი, აღდგა მდინარე ვერეს გამტარი 6 გვირაბი.

ასევე მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემები. მზიურის ტერიტორიაზე იგეგმება სარეკრეაციო ზონის მოწყობა. სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა რეკონსტრუქცია დედაქალაქის მერიას 40 მილიონი ლარი დაუჯდა.

"ყველაზე უმთავრესი რაც ჩვენ გავაკეთეთ ეს იყო დაზიანებული გზის სხვადასხვა მონაკვეთების აღდგენა. ყველა გვირაბი კეთილ მოეწყო და შესაბამისად  ჩაისხა დამატებითი ბეტონი რათა მადი მდგრადობა გაუმჯობესებულიყო", - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

დღის ამბები