19 ნოემბერი 2024,   20:27
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ახალი კანონი ამოქმედდა-ტურავა "რუსთავი 2-ის" სარჩელების განხილვის მოთხოვნით პლენუმს მიმართავს

საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ახალი კანონის თანახმად, მოსამართლე მერაბ ტურავა რუსთავი 2-ის სარჩელების განხილვის მოთხოვნით პლენუმს მიმართავს.

რუსთავი 2-ის იურისტები ამბობენ, რომ ტურავას შუამდგომლობა საეჭვოდ დაემთხვა დროში სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების გადაწყვეტილებაზე სათათბიროდ გასვლას.

მერაბ ტურავას განცხადებით, მან საქმეს განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა და ჩათვალა, რომ უკეთესი იქნება მასზე გადაწყვეტილება 9 მოსამართლემ მიიღოს.

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორისთვის მერაბ ტურავას ინიციატივა ადასტურებს, რომ საკონსტიტუციოს შესახებ ახალი კანონი თავიდანვე რუსთავი 2-ის წინააღმდეგ იქნა მიღებული.

კანონის ერთ-ერთი ავტორი ეკა ბესელია მერაბ ტურავას შუამდგომლობაში ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავს. ის ამტკიცებს, რომ ახალი რეგულაცია მათ მხოლოდ რუსთავი 2-ის საქმისთვის არ მიუღიათ.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს ახლა 7 დღიანი ვადა აქვს მერაბ ტურავას შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.

ავტორები: ნათია ტრაპაიძე, ლაშა მუმლაძე, გიორგი მაისურაძე. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები