19 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
13 ივნისის სტიქია - დაზარალებული მოსახლეობის ნაწილი კომპენსაციას დღემდე ელოდება

13 ივნისის სტიქიიდან ერთი წლის შედეგად, დაზარალებულთა ნაწილს საქმე სასამართლოში აქვს, ნაწილი კი ელოდება ზარალის ანაზღაურებას მერიისა და საკრებულოსგან.

სასამართლოში სარჩელი შეტანილი აქვს წყნეთის ხევის 5 ოჯახსაც. ისინი მერიის ქონების მართვის სააგენტოს სიცრუესა და ზარალის არალოგიკურად შეფასებაში ადანაშაულებენ. წყნეთის ხევის მაცხოვრებლების თქმით, შეთავაზებული 30 ათასი ლარი არ შეესაბამება იმ ქონებას, რომელიც მათ სტიქიამდე ჰქონდათ.

მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, დაზარალებულებს შეთავაზებული ჰქონდათ როგორც ბინა, ასევე ფულადი ანაზღაურება და ის ისევ ძალაშია.

ზარალის არასრულფასოვნად ანაზღაურებასა და მოსახლეობის მხრიდან შემოწირული თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში მერიას ადანაშაულებს სტიქიის შედეგად სვანიძის ქუჩაზე მდებარე ძაღლების თავშესაფრის მფლობელი თამაზ ელიზბარაშვილიც.

სტიქიიდან 1 წლის შემდეგ დაზარალებულთა ნაწილი ისევ დახმარებას ელოდება და 13 ივნისს საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.

ავტორი: თაკო სურგულაძე. 

დღის ამბები