19 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
სოფელი შილდა მალე შესაძლოა სკვერის გარეშე დარჩეს - ტერიტორიაზე ასწლოვანი ხეები იჩეხება

სოფელ შილდაში სკვერი შესაძლოა მალე ხის გარეშე დარჩეს - ადგილობრივი მაცხოვრებლების განმარტებით დასახლებულ პუნქტში არსებულ ერთადერთ სკვერში ხეები უნებართვოდ აბსურდული მიზეზით იჩეხება.

მოსახლეობის ამ ნაწილის პროტესტს არ იზიარებს ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე. ჯემალ შავერდაშვილის განმარტებით, ხეები ყვავილობის დროს მოსახლეობას აწუხებდა, რის გამოც მათი მოჭრა გადაწყვიტეს. საკრებულოს თავმჯდომარის ინფორმაციით, ხეების გაჩეხვა 26-მა ადგილობრივმა განცხადებით მოითხოვა.

სოფელ შილდაში ხეების გაჩეხვის ფაქტი მედიისგან შეიტყო გარემოს დაცვის მინისტრმა. გიგლა აგულაშვილი აცხადებს, რომ სამინისტროს ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისთვის ასეთ შემთხვევებში მხოლოდ რეკომენდაციის მიცემა შეუძლია.

ავტორი: დავით კაკულია

დღის ამბები