ხმაური იყო დღეს ხაშურის მუნიციპალიტეტის შენობაში. ჩუმათელეთის მოსახლეობა გამგებელთან შეხვედრას და საყოფაცხოვრებო პირობების მოწესრიგებას ითხოვდა.
მათი განმარტებით, სოფელში დაბინძურებული სასმელი წყალი მოდის. ასევე არ აქვთ გზა და სანიაღვრე სისტემა, რის გამოც დამსვენებელს კარგავენ.
ხაშურის გამგებელი ჩუმათელეთელებს პრობლემის მოგვარებას წლის ბოლომდე დაპირდა.