19 ნოემბერი 2024,   20:43
ვრცლად
შორენა ყაველაშვილის კვალიფიკაცია-"რუსთავი 2-ის" საქმე არაუფლებამოსილმა კოლეგიამ განიხილა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან მიღებული დოკუმენტებით დგინდება, რუსთავი 2-ის საქმის განმხილველ მოსამართლეს შორენა ყაველაშვილს სამოქალაქო საქმეების განხილვის კვალიფიკაცია არ აქვს. იუსტიციის საბჭოს წერილში მითითებულია, რომ შორენა ყაველაშვილმა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა 2005 წლის 18 ივნის სისხლის სამართლის სპეციალიზაციით ჩააბარა.

სააპელაციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ მოსამართლე შორენა ყაველაშვილის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება. სააპელაციო სასამართლოს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ რუსთავი 2-ის საქმის განხილვაში შორენა ყაველაშვილის მონაწილეობა კანონთან წინააღმდეგობაში არ მოდის.

რუსთავი 2-ის იურისტები მიიჩნევენ, რომ იუსტიციის საბჭოდან მიღებული დოკუმენტები მოსამართლის აცილების საფუძველს წარმოადგენს.

ნატა ნაზღაიძის კოლეგიამ რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილება ხვალ დილით უნდა გამოაცხადოს.

ავტორები: ნათია ტრაპაიძე, ტატო გურგენიძე, ეკა ბუცხრიკიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები