19 ნოემბერი 2024,   21:40
ვრცლად
წამების ამსახველი კადრების ჩვენება სკოლაში-ინფორმაციას განათლების მინისტრი ადასტურებს

არჩევნების წინ სისასტიკის დემონსტრირება კვლავ აქტუალური ხდება. წამების ამსახველი კადრები მოზარდებს ამჯერად რუსთავის ერთ-ერთ სკოლაში უჩვენეს. ინფრომაცია ამის შესახებ დღეს ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა.

რუსთავის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლების ერთი ნაწილი, შვილების მონათხრობზე დაყრდნობით, აცხადებდა რომ რომ ბავშვებმა, ისტორიის გაკვეთილზე, ქართულ საოჯახო ტრადიციებზე ლევან ვასაძის გამოსვლას უყურეს. მეორე ნაწილი კი აცხადებდა, რომ მასალა ნაციონალური მოძრაობის 9-წლიან მმართველობას ეხებოდა და წამების ამსახველ კადრებსაც მოიცავდა.

როგორც ნაციონალურ მოძრაობაში განმარტავენ, ჩვენება მე-7, მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეებისთვის ისტორიის კათედრამ მოაწყო.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსთავის მეორე საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ლევან ვასაძის გამოსვლა უჩვენეს, რომელიც, ოჯახურ რტადიციებთან ერთად, ნაციონალური მოძრაობის 9-წლიან მმართველობას ეხებოდა და მასში წამების ამსახველი კადრებიც იყო ნაჩვენები, დღეს განათლების მინისტრმაც დაადასტურა.

მინისტრისგან განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებდა მთელი დღის განმავლობაში სკოლის დირექტორი. 

ავტორი: ირინა კეჭაყმაძე.

დღის ამბები