19 ნოემბერი 2024,   21:45
ვრცლად
ძლიერი წვიმა - ნაძალადევში დამცავი კედელი ჩამოინგრა

წვიმის შედეგად დამცავი კედელი ჩამოიშალა ლეჩხუმის ქუჩაზე. დიდი რაოდენობით მიწის მასის ჩამოსვლის გამო ოთხ ოჯახს გადაადგილების შესაძლებლობა შეეზღუდა. შემთხვევის შედეგად დაზიანება არავის მიუღია. 

გზის მეორე მხარეს დარჩენილი მოქალაქეები უსაფრთხო ადგილას მაშველებმა გამოიყვანეს. ისინი ღამეს ნაძალადევის გამგეობაში ათევენ.

დილიდან კი, როგორც მუნიციპალიტეტში განაცხადეს, დროებით თავშესაფარს მოუძებნიან.

დღესვე დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები შემთხვევის ადგილზე. ასევე იგეგმება თანხის გამოყოფა დამცავი კედლის გასამაგრებლად. 

დღის ამბები