რუსთავი 2-ის საქმეში ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლების დაინტერესებაზე საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათი თქმით, ის ფაქტი, რომ საქმეს არაკვალიფიციურ მოსამართლეთა კოლეგია იხილავდა, ამ პროცესთან დაკავშირებით კიდევ უფრო მეტ ეჭვს აჩენს.
არასამთავრობო სექტორის განცხადებით, გადაწყვეტილება, რომელსაც მოსამართლეები მიიღებენ, პირდაპირ კავშირშია წინასაარჩევნო მოვლენებთან და ქვეყანაში სიტყვის თავისუფლებასთან.
„ივანიშვილის გაცხადებული ამოცანაა, რომელმაც მოსვლის დღიდან თქვა, რომ მას არ მოსწონს რუსთავი 2, მისი შინაარსის გამო,“ - მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ, თამარ კინწურაშვილმა.