სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ჩეხეთიდან თბილისში დაბრუნდა, სადაც სარეაბილიტაციო კურსი ჩაუტარდა.
პატრიარქი დაბრუნების შემდეგ, სიონის ტაძარში მივიდა. მან ქადაგების დროს წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზეც ისაუბრა, რომელზეც ძირითადი განსახილველი საკითხი მართლმადიდებელთა მსოფლიო კრებისთვის მზადებაა, რომელიც საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე 16-27 ივნისს გაიმართება.
დღეს გადაწყდება, ვინ უხელმძღვანელებს დელეგაციას, ვინ შევა მის შემადგენლობაში და გაემგზავრება თუ არა პატრიარქიც.