19 ნოემბერი 2024,   21:51
ვრცლად
ოპოზიცია მზად არის "რუსთავი2"-ის დასაცავად, მოქალაქეებთან ერთად, საპროტესტო აქციებში ჩაერთოს

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უარყოფითი მოლოდინი აქვთ არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრებს. მათი თქმით, ბიძინა ივანიშვილის განცხადებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ყოფილ პრემიერსა და ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ კრიტიკული მედიის გაჩუმება სურთ.

„მოლოდინები მაქვს ძალიან ცუდი, რადგან ჩვენ ვხედავთ როგორ მოქმედებს ხელისუფლება რუსთავი 2-ის წინააღმდეგ და ამიტომაც ვიღებთ ჩვენ პრობლემებს ვიზალიბერალიზაციაში, ბევრ სხვა ქმედებებში და ალბათ ეს სჭირდებათ იმისთვის, რომ უნდათ სიჩუმის ფონზე ჩაატარონ არჩევნები. ეს ასე არ გამოვა,“ - განაცხადა საქართველოს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ.

ოპოზიცია მზად არის რუსთავი 2-ის  დასაცავად მოქალაქეებთან ერთად, საპროტესტო აქციებში ჩაერთოს. ისინი დღესაც აპირებენ დაესწრონ პროცესს.

„სისხლის სამართლის სპეციალისტია მივლენილი სამოქალაქო საქმეზე, ეს კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვებს და რაც ყველაზე მთავარია, ბიძინა ივანიშვილის მიერ შემოთავაზებული ე.წ დაზღვევა თქვენთვის, რუსთავი ორელებისთვის, რომ ის მზად არის უზრუნველყოს თავისი ფინანსური რესურსებით რუსთავი 2-ის ფუნქციონირება ამ რეჟიმში მიანიშნებს იმაზე, რომ მას აქვს მიღებული უკვე ეს გადაწყვეტილება,“ - განაცხადა ახალი მემარჯვენეების პოლიტიკურმა მდივანმა, მანანა ნაჭყებიამ.

ლეიბორისტულ პარტიაში მიიჩნევენ, რომ ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ბოლო სატელევიზო გამოსვლამ, მისი ინტერესები რუსთავი 2-ის მიმართ კიდევ ერთხელ დაადასტურა.

„ივანიშვილმა ბოლო გამოსვლებით თავადვე დაადასტურა, რომ რუსთავი 2-ის ხელში ჩაგდებით დაინტერესებულია თავად ივანიშვილი. მას აქვს მითითებები მიცემული, როგორც წულუკიანზე ასევე სასამართლოზე,“ - განაცხადა გიორგი გუგავამ. 

დღის ამბები