სააპელაციო სასამართლომ მოსამართლე შორენა ყაველაშვილის აცილებასთან დაკავშირებით შუამდგომლობა არ განიხილა.
რუსთავი 2-ის მხარემ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, მოსამართლე შორენა ყაველაშვილის სპეციალიზაცია სისხლის სამართლის საქმეების განხილვის უფლებას აძლევს და მას არ შეეძლო მონაწილეობა მიეღო სამოქალაქო საქმეების განხილვაში.
ამ ფაქტზე დაყრდნობით ტელეკომპანიის ადვოკატები მის აცილებას და საქმის ხელახლა განხილვას ითხოვდნენ.