19 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
"ფაქტიურად ბოლო ლახვარი ჩასცეს სიტყვის თავისუფლებას ჩვენს ქვეყანაში“ - სალომე სამადაშვილი

“აშკარაა, რომ ხელისუფლება, სასამართლოს მანიპულაციის გზით ცდილობს, რომ გამოცვალოს რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა,“ - ასე აფასებს ნაციონალური მოძრაობის წევრი სალომე სამადაშვილი სააპელაციო სასამართლოს მიერ რუსთავი 2-ის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას.

სამადაშვილის თქმით, სასამართლო ცდილობს შეცვალოს ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკა.

„დღეს აქ რაც მიმდინარეობს, არის საბოტაჟი ჩვენი ქვეყნის დასავლური მომავლის, ევროპასთან ინტეგრაციის. სასამართლო აგრძელებს ფარსს და ფაქტიურად ბოლო ლახვარი ჩასცეს სიტყვის თავისუფლებას ჩვენს ქვეყანაში,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დღის ამბები