19 ნოემბერი 2024,   21:51
ვრცლად
„საქართველოში მართლმსაჯულებამ დაკარგა თავისი აზრი“ - პაატა ბურჭულძე რუსთავი 2-ზე

„საქართველოში დაკარგა მართლმსაჯულებამ თავისი აზრი,“ - ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერი პაატა ბურჭულაძე, რუსთავი 2-თან დაკავშირებით, სასამართლო კოლეგიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ბურჭულაძე აცხადებს, რომ საზოგადოებამ სასამართლოს მიმართ ნდობა დაკარგა.

რუსთავი 2-თან დაკავშირებით, მინდა ერთი რამ ვთქვა, რომ საქართველოში დაკარგა მართლმსაჯულებამ თავისი აზრი და რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს სასამართლომ, ხალხს მაინც ეჭვი შეეპარება, იმიტომ რომ მისდამი ნდობა აბსოლუტურად აღარ აქვს,“ - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

დღესვე პაატა ბურჭულაძემ, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-თან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას განცხადებით გამოეხმაურა.

საქართველოს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არ მოხდეს არხის დახურვა.

„ეს უკვე პოლიტიკური ბრძოლაა,“ - განაცხადა პაატა დავითაიამ.

საკითხს აფასებს ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა და აცხადებს, რომ გადაწყვეტილება არის სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ გამოტანილი.

„ან ჩვენ ვაპირებთ მონობაში ცხოვრებას, ან არ უნდა დავუშვათ გალაშქრება დემოკრატიის, არჩევნების გაყალბებისთვის,“ - განაცხადა გიორგი გუგავამ.

თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარემ კახა კუკავამ რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესები მოსკოვის 30-იანი წლების სასამართლო პროცესებს შეადარა.

თავისუფლების თავმჯდომარე კონსტანტინე გამსახურდია კი რუსთავი 2-ის საქმეში პოლიტიკურ მოტივებს ხედვას.

 

ავტორი: ელისო ჯარიაშვილი 

 

დღის ამბები