სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სასამართლო დამოუკიდებელია და დაუშვებელია მასზე ზეწოლა.
„სასამართლო არის დამოუკიდებელი და მე სასამართლოს საქმიანობას ვერ შევაფასებ. სასამართლომ უნდა მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება და დაუშვებელია ნებისმიერ მხარის მხრიდან სასამართლოზე ზეწოლა, ვინც არ უნდა იყოს, მითუმეტეს ხელისუფლება,“ - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
ავტორი: ელისო ჯარიაშვილი