იუბილესთან დაკავშირებით სუხიშვილების ცეკვის აკადემიის პირველი ფილიალი გაიხსნა თბილისში.
სამი საცეკვაო დარბაზისგან შემდგარი კომპლექსი გლდანში მდებარეობს და ის ძირითადად 5-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არის გათვლილი.
გაკვეთილები სექტემბერში დაიწყება, მანამდე კი ილიკო და ნინო სუხიშვილები პატარების მშობლებს ღია კარის დღეზე შეხვდნენ.
ქართული ცეკვების გარდა, სტუდიაში მისული ბავშვები შეისწავლიან სამეჯლისო ცეკვებს, საბალეტო ხელოვნებასა და მხატვრულ ტანვარჯიშს. აქვე გაიხსნება სამოყვარულო ჯგუფიც, სადაც ასაკი შეუზღუდავი იქნება.