რაბათის ციხე ახალციხეში ერთდროულად ხალიჩების საერთაშორისო ფესტივალსა და კავკაზ ჯაზ ფესტივალის დასკვნით გალა-კონცერტს მასპინძლობს. ორივე ფესტივალი პროექტის Check in Georgia-ს ფარგლებში მიმდინარეობს.
ხალიჩების ფესტივალის ოფიციალური გახსნის შემდეგ, სტუმრებმა 20-მდე პავილიონი დაათვალიერეს. პროექტში ხელოვანები 8 ქვეყნიდან მონაწილეობენ.
პარალელურად, ამ წუთებში რაბათის ციხეში კავკაზ ჯაზ ფესტივალის დასკვნითი კონცერტი მიმდინარეობს. რიგით მეშვიდე ფესტივალი 8 ივნისს გაიხსნა.