19 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
რუსთავი2-ის საქმეზე გადაწყვეტილება ტელეკომპანიის ადვოკატებისა და გენერალური დირექტორის გარეშე გამოცხადდა

ნატა ნაზღაიძემ რუსთავი2–ის საქმეზე გადაწყვტილება ისე გამოაცხადა რომ პროცესს არც ტელეკომპანიის ადვოკატები და არც არხის გენერალური დირექტორი არ ესწრებოდა.

ნატა ნაზღაიძეს, შორენა ყაველაშვილს და ნათია გუჯაბიძეს ყველაზე გახმაურებულ და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეზე გადაწყვტილების მისაღებად მხოლოდ ერთი სამუშაო დღე დასჭირდა. გადაწყვეტილების გამოსაცხადებლად კი 3 წუთზე ოდნავ მეტი.

ნატა ნაზღაიძის კოლეგიის გადაწყვტილება რუსთვი2–თვის მოულოდნელი არ ყოფილა. ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა და იურისტებმა პროცესების მიმდინარეობისას მოსამართლეების არაობიექტურობასთან და მათთან დაკავშირებულ საეჭვო გარემოებებთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გააკეთეს.

კოლეგიის გადაწყვტილება მესამე სექტორმა "პოლიტიკურ გადაწყვტილებად" უკვე შეაფასა. ის ორგანიზაციები, რომლებიც მიმდინარე დავას მონიტორინგს უწევდნენ, ამბობენ, რომ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება კოლეგიამ ხელისუფლების დაკვეთით მიიღო. არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ რუსთავი2–ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა სურს.

ხმაურიანი პროცესი, რომლიც სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ განსაკუთრებულ სწრაფ რეჟიმში განიხილა, დასრულებულია. რუსთავი2 კი ბრძოლას დამოუკიდებლობისა და სიტყვის თავისუფლების დაცვისთვის უზენაეს სასამართლოში გააგრძელებს.

 

 

 

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი

დღის ამბები