19 ნოემბერი 2024,   21:45
ვრცლად
შენ ხარ პოლიტიკური გვამი - შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს

რუსთავი2-თან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი აფასებს.

„ვიცოდი, რომ რეჟიმს თვითმკვლელობაზე აქვს კურსი აღებული. არავინ დემოკრატიულ სამყაროში არ მისცემს უფლებას ქვეყნის ფაქტიურ თუ არაფაქტიურ ლიდერს, საკუთარი ინიციატივით შეცვალოს ტელევიზიის მესაკუთრეები და ისე იგრიალოს, როგორც უნდა,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ეს განცხადება კურიერის პირდაპირ ეთერში გააკეთა.

შალვა ნათელაშვილმა ბიძინა ივანიშვილს მიმართა და „პოლიტიკური გვამი“ უწოდა.

„მე მინდა, აქედან ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს, შენ ამ წუთში ხარ პოლიტიკური მიცვალებული. პოლიტიკური გვამი ხარ თუნდაც იმიტომ, რომ ამდენი ხალხი უიმედობაში და ოცნებაში ამყოფე. თუნდაც იმიტომ, რომ არც ერთი შენი დაპირება არ შესრულდა და თუნდაც იმიტომ, რომ რუსთავი2-ის წინააღმდეგ აგორებული დანაშაულებრივი პროცესით საქართველოს ამ წუთისათვის დააკარგვინე ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის უფლება, რომელიც უნდა მიგვეღო გარანტირებულად,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შალვა ნათელაშვილი რუსთავი2-ისა და საზოგადოების წინააღმდეგ შეთქმულებაზე საუბრობს.

 

დღის ამბები