„ეს არის ცალსახად ხელისუფლების ბრძოლა მისი კრიტიკის ჩასახშობად,“ - ამ სიტყვებით მედიამკვლევარი ნინო დანელია რუსთავი2-თან დაკავშირებით გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას კურიერის პირდაპირ ეთერში აფასებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში უნდა არსებობდეს ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიასაშუალება.
„პირველივე დღიდან, როდესაც შეიცვალა ხელისუფლებს, ჩვენ ვხედავთ, რომ რუსთავი2 გახდა არსებული ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მტერი და ამას ხელისუფლების წარმომადგენლები აკეთებენ საჯარო განცხადებებში,“ - განაცხადა ნინო დანელიამ.
ნინო დანელია რუსთავი2-ის საქმეში პოლიტიკურ მოტივებს ხედვას.
„ეს არის ცალსახად ხელისუფლების ბრძოლა მისი კრიტიკის ჩასახშობად და აქედან გამომდინარე, მისგან დამოუკიდებელი მედიის გასაჩუმებლად და იმ საინფორმაციო პოლიტიკის შესაცვლელად, რომელიც რუსთავი2-ს აქვს,“ - განაცხადა ნინო დანელიამ.
დანელიას თქმით, ხელისუფლება ყველა მის ხელთ არსებული ბერკეტით რუსთავი2-ის ხელში ჩაგდებას ცდილობს.