19 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
პროექტი Chek in Georgia - "საია" საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართავს

პროექტ Chek in Georgia-სთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დღეს სარჩელით მიმართავს. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ამ პროექტის ფარგლებში დადებული ხელშეკრულებებისა და გაყიდული ბილეთების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას ითხოვენ.

მათი თქმით, ინფორმაციის მოსაპოვებლად კულტურის სამინისტროს და კულტურის განვითარების საინვესტიციო ფონდს მიმართეს, თუმცა მოთხოვნის მიუხედავად, ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია და სრულყოფილი ინფორმაცია ვერ მიიღეს, მათ შორის ბილეთებთან დაკავშირებითაც.

დღის ამბები