19 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
პრეზიდენტმა 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა მემორიალი გაიხსნა თბილისში ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე. მემორიალი დღეს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ ყვავილებით შეამკეს.

“დღეს ჩვენ ვიხსენებთ შარშანდელ ტრაგედიას და შარშანდელი ტრაგედიის გმირებს. ეს ადგილი, სადაც დღეს ჩვენ ვართ, მუდმივად გაგვახსენებს იმ მძიმე წუთებს, რომელიც შარშან ყველამ ერთად გადავიტანეთ და რომლის დასაძლევადაც გაერთიანდა ძალიან ბევრი ადამიანი. მადლობა ყველას, ვინც შარშან ასე ერთად ებრძოდა სტიქიას,“ - განაცხადა მარგველაშვილმა.

ადგილზე ასევე იმყოფებოდა თბილისი მერი დავით ნარმანია.  

“ეს ადგილი სპეციალურად მოვაწყვეთ თითოეული იმ ადამიანის ხსოვნის პატივსაცემად, რომელიც ერთი წლის წინ სტიქიას შეეწირა. სიმბოლურად დაირგო 23 ხე და სპეციალურად გაკეთდა ეს ადგილი იმისათვის, რომ ყველას გვახსოვდეს მათი სიცოცხლე,“ - განაცხადა ნარმანიამ.     

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი 

 

დღის ამბები