19 ნოემბერი 2024,   21:41
ვრცლად
თბილისში ერთ-ერთ ქუჩას 13 ივნისის წყალდიდობისას დაღუპული მაშველის სახელი მიენიჭა

13 ივნისს წყალდიდობისას დაღუპული მაშველის, ზურაბ მუზაშვილის სახელი მიენიჭა თბილისში ნუცუბიძის პლატოს მესამე მირკროში მდებარე ქუჩას. ღონისძიებას ზურაბ მუზაშვილის ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად თბილისის მერი დავით ნარმანიაც ესწრებოდა.

“ზურაბ მუზაშვილი არის გმირობის სიმბოლო. მან შესანიშნავად აჩვენა ის ყველაფერი თუ როგორ უნდა მუშაობდეს ნამდვილი მაშველი, რომელიც საკუთარ სიცოცხლეზე არასდროს ფიქრობს და ფიქრობს იმ ადამიანებზე, რომელთაც მათი შველა და გვერდში დგომა სჭირდება. ძალიან აქტიურად მუშაობდა და რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, საკუთარი სიცოცხლის ფასად. ნამდვილად გმირია და სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი ეწოდოს, რათა მისი სახელი არასდროს დაიკარგოს“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.  

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი.  

დღის ამბები