საბავშვო ბაღების ყოფილმა დირექტორებმა საპროტესტო აქცია საკრებულოსთან გამართეს. ისინი საკრებულოს უმრავლესობას თხოვენ შეიქმნას სპეციალური კომისია, რომელიც ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელის გადაწყვეტილების კანონიერებას შეისწავლის, რის საფუძველზეც 300-მდე ბაღის დირექტორმა თანამდებობა დატოვა.
აქციას უმრავლესობის მხრიდან არავინ გამოხმაურებია. ყოფილი დირექტორების მოთხოვნას მხარს უჭერს ოპოზიცია.