19 ნოემბერი 2024,   20:33
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი დღეს "რუსთავი 2"-ის სარჩელებზე იმსჯელებს

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი დღეს რუსთავი 2-ის სარჩელებზე იმსჯელებს. ტელეკომპანიის სამი სარჩელის განხილვის თხოვნით მოსამართლე მერაბ ტურავამ ერთი კვირის წინ მიმართა პლენუმს, რომელმაც დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა.

დღეს ამორალური გარიგების შესახებ სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 55-ე მუხლების კონსტიტუციურობაზე იმსჯელებენ. ადვოკატების შეფასებით, ეს ნორმები არღვევს კონსტიტუციით გარანტირებულ საკუთრების უფლებას. დღევანდელი განხილვის შემდეგ პლენუმი უკვე სათათბიროდ გავა.

"ჩვენთვის პრინციპში არ აქვს მნიშვნელობა არსებითად 4 მოსამართლე მიიღებს გადაწყვეტილებას თუ 9, უბრალოდ, ეს ნიშნავს იმას, რომ რუსთავი 2-ის სარჩელზე გადაწყვეტილების მიღებას დაჭირდება გაცილებით მეტი დრო, ვიდრე აქამდე ჭირდებოდა და უკვე განხილული სარჩელი, ახლა უკვე ხელახლა უნდა განვიხილოთ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომაზე," - აღნიშნა რუსთავი 2-ის ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა. 

დღის ამბები