საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ამ წუთებში რუსთავი 2-ის საქმეზე მსჯელობს. უკვე განხილულ საქმესთან დაკავშირებით, პირველი კოლეგიის შემადგენლობა კითხვების დასმისგან თავს იკავებს.
მოსამართლეთა მეორე ნაწილი კი საქმის გადადებას უჭერს მხარს. შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა თავმჯდომარემ და ამორალურ მუხლზე მსჯელობა გრძელდება.
„იმის გათვალისწინებით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ, კონსტიტუციური სარჩელი ნომერი 679 არსებითად უკვე განიხილა და გადაწყვეტილების გამოსატანად სათათბირო ოთახში იმყოფებოდა, მე როგორც კოლეგიის წევრს, სასარჩელო მოთხოვნის მოთხოვნა, განხილვა, გამოკვლევის მიზნით დასმული მაქვს უკვე კითხვები მხარეებისა და ექსპერტ სპეციალისტების მიმართ. შესაბამისად, დასახელებული კონსტიტუციური სარჩელი ჩემი, როგორც პირველი კოლეგიის და პლენუმის წევრის მხრიდან, საკმარისად არის გამოკვლეული,“- განმარტა მოსამართლე მაია კოპალეიშვილმა.