სახალხო დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა. მხარეებმა საქართველოში მიმდინარე ნარკოპოლიტიკა მიმოიხილეს. ორგანიზაციებმა უჩა ნანუაშვილს ინფორმაცია მიაწოდეს ნარკოლოგიურ დაწესებულებებში მიმდინარე უკანონობების შესახებ.
გუშინ სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და ნარკომომხმარებლების წინააღმდეგ პატიმრობის გამოყენება გაასაჩივრა.
„რეპრესიული ნარკოპოლიტიკა უნდა შეიცვალოს ჰუმანური ნარკოპოლიტიკით. უფრო მეტი რესურსი უნდა იყოს მიმართული არა დასჯაზე, არამედ რეაბილიტაციაზე და ზოგადად, მთლიანად პოლიტიკა არის შესაცვლელი,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.