საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი რუსთავი 2-ის საქმეზე მხარეებს დამაზუსტებელ კითხვებს უსვამდა. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა არსებითი განხილვა დაასრულა, მათ მხარეთა პოზიციები მოისმინეს, ასევე დამაზუსტებელი შეკითხვები დასვეს, თუმცა დასკვნითი სიტყვები დარჩა, რომელსაც პლენუმის მოსამართლეები ხვალ დილით მოისმენენ, ჯერჯერობით ზუსტი დრო უცნობია.
საკონსტიტუციო სასამართლოს სპიკერმა განმარტა, თუ როგორ მოხდა რუსთავი 2-ის უკვე განხილული საქმის პლენუმისთვის გადაცემა. მისი ინფორმაციით, ეს საკითხი გუშინ გადაწყდა, რომელსაც საოქმო ჩანაწერი ახლავს თან, რომლის მიხედვით, 4-მა მოსამართლემ განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა.
მეორე კოლეგიის წევრმა მოსამართლემ და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ერთ-ერთმა მოადგილემ, ზაზა თავაძემ განაცხადა, რომ წლების წინ ისიც იყო ნიკა გვარამიას მოადგილე და ამ საფუძვლით მხარეებს შეეძლოთ მისი აცილების საკითხი დაეყენებინათ, თუმცა თავადვე განაცხადა, რომ ამ საფუძვლით თვითაცილების დაყენებას არ აპირებდა. დღევანდელ სხდომაზე ზაზა თავაძის აცილების შუამდგომლობა არ დამდგარა.
ავტორი: ნათია ტრაპაიძე.