19 ნოემბერი 2024,   20:25
ვრცლად
საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს "რუსთავი 2"-ის სარჩელის განხილვა გაგრძელდება

საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს რუსთავი 2-ის სარჩელის განხილვა გაგრძელდება. მხარეები პლენუმს დასკვნითი სიტყვებით მიმართავენ, ამის შემდეგ სასამართლო ამ საქმეზე გადაწყვეტილების მისაღებად უკვე მეორედ გავა.

რუსთავი 2 საკონსტიტუციო სარჩელით სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 55-ე მუხლებს ასაჩივრებს, რომელიც ამორალური გარიგების შემთხვევაში, შეთანხმებას აუქმებს. სწორედ ამ ნორმის საფუძველზე დაობს ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის ამჟამინდელ მფლობელებთან.

დღეს ამ სარჩელების განხილვის დასრულებისა და პლენუმის სათათბიროდ გასვლის შემდეგ, პლენუმი კიდევ ერთხელ შეიკრიბება და რუსთავი 2-ის კიდევ ერთი სარჩელის განხილვას დაიწყებს, რომლის შუამდგომლობითაც ასევე მოსამართლე მერაბ ტურავამ მიმართა პლენუმს.

სარჩელი სამოქალაქო კოდექსის უსაფუძვლოდ გამდიდრებისა და ხანდაზმულობის ვადების მუხლებს და მის კონსტიტუციურობასთან შესაბამისობას შეეხება.

დღის ამბები