19 ნოემბერი 2024,   21:41
ვრცლად
სამწუხაროა, რომ საყდრისი აღარ არსებობს - გერმანელი ექსპერტი, თომას შტოლნერი

"სამწუხაროა, რომ საყდრისი აღარ არსებობს" - ცოტა ხნის წინ მცირე კომენტარი გააკეთა ამ თემაზე მომუშავე გერმანელმა ექსპერტმა, რომელიც თბილისშია. თომას შტოლნერი საერთშორისო კონფერენციას ესწრება, სადაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა სწორედ ოქროს მოპოვებაა.

შეხვედრას სხვადსახვა ქვეყნებიდან 40-მდე მეცნიერი ესწრება. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით - მარილი, სპილენძი და ოქრო კავკასიაში, ეროვნულ მუზეუმში იმართება. ფორუმი ქართულ-გერმანულ-ფრანგულ-აზერბაიჯანული პროექტის ნაწილია, რომელიც 4 წელია მიმდინარეობს.

„წარმოდგენილია საყდრისის უახლესი აღმოჩენები, კვლევების შედეგები, რომელიც ჩვენს აზერბაიჯანელ, ფრანგ და ქართველ კოლეგებთან ერთად განვახორციელეთ. 12 წლიანი მუშაობის შემდეგ, ჩვენ შევეცდებით ვაჩვენოთ საყდრისში ჩატარებული კვლევის შედეგები. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საყდრისში მოპოვებული მასალები ნაციონალურ მუზეუმთან ერთად შევისწავლოთ, თუმცა ამ დროისთვის ეს ძეგლი უკვე აღარ არსებობს, მე ამაზე საუბარი არ მინდა,“- განაცხადა ბოხუმის რურის უნივერსიტეტის პროფესორმა, თომას შტოლნერმა. 

დღის ამბები