პრემიერმინისტრმა ტექნოლოგიურ პარკში ხელისუფლების ახალი პროექტი წარადგინა. სტარტაპ საქართველო - მთავრობის 4 პუნქტიანი გეგმის ფარგლებში განხორციელდება.
პირველ ეტაპზე პროექტისთვის 11 მილიონი ლარი დაიხარჯება.
მთლიანად მისი ბიუჯეტი კი 35 მილიონ ლარამდე გაიზრდება. ამ ინიციატივით სტუდენტები, რომლებსაც ტექნოლოგიური სპეციფიკის პროექტები ექნებათ ბიუჯეტიდან 90 პროცენტიან დაფინანსებას მიიღებენ.
„ეს არის პროგრამა, რომელიც შეცვლის ჩვენს ქვეყანას უკეთესებოსკენ, რომელიც გააჩენს ახალ შესაძლებლობებს და რომელიც განავითარებს ქვეყანაში სამეწარმეო სულისკვეთებას," - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.