19 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
ფარული კადრები - ამ წუთებში ლუკა ფეიქრიშვილის სახლის ჩხრეკა მიმდინარეობს

ამ წუთებში წავკისში ორგანიზაცია ამბრელას წევრის, ლუკა ფეიქრიშვილის სახლის ჩხრეკა მიმდინარეობს. ფეიქრიშვილმა რუსთავი 2-თან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ მის სახლში სამართალდამცველები იმყოფებიან.

ლუკა ფეიქრიშვილის ინფორმაციით, მის სახლში ჩხრეკა სავარაუდოდ, პირადი ცხოვრების ამსახველ ფარულ კადრებს უკავშირდება. 

ლუკა ფეიქრიშვილის განცხადებით, სამართალდამცველები მისი პირადი კომპიუტერის პროკურატურაში წაღებას აპირებენ. მისივე თქმით, პროკურატურაში ისიც უნდა გამოცხადდეს, თუმცა რა სტატუსით მისთვის ჯერჯერობით უცნობია. 

ლუკა ფეიქრიშვილის თქმით "სასაცილოა მისი სახლის ჩხრეკა", როდესაც ჩხრეკა იქ არ მიმდინარეობს, სადაც საჭიროა. 

დღის ამბები