19 ნოემბერი 2024,   20:28
ვრცლად
NDI-ის სადამკვირვებლო მისიის შეხვედრებში ოპოზიციის წარმომადგენლებიც იღებდნენ მონაწილეობას

NDI-ის სადამკვირვებლო მისია 5 დღის განმავლობაში მართავდა შეხვედრებს. მისიის შემადგენლობაში NDI-ის ევრაზიის ინტიტუტის დირექტორი და სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უნივერსიტეტების პროფესორები შედიოდნენ.

შეხვედრებში არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც იღებდნენ მონაწილეობას. მათ მისიას სხვა საკითხებთან ერთად, რუსთავი 2-ის საქმეზეც მიაწოდეს ინფორმაცია.  

„რუსული სპეცსამსახურები ცდილობენ, რომ პარლამენტი იყოს პრორუსული, რათა ქვეყნის წინსვლის შეფერხება მოხდეს ევროკავშირისკენ“,- განაცხადა საქართველოს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ.

NDI-ის ანგარიში არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმაც შეაფასეს. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას წარმომადგენელმა, გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა, რომ ანგარიშის მიხედვით, სამი ძირითადი გამოწვევა გამოიკვეთა - ძალადობრივი გარემო წინასარჩევნოდ, სამართლებრივი სტრუქტურებისადმი ნდობის კლება და არაფორმალური მმართველობის პრობლემები.

ავტორი: ანა წერეთელი. 

დღის ამბები