თბილისში მიმდინარე გამწვანების სამუშაოები დაათვალიერა დედაქალაქის მერმა. დავით ნარმანია ცხრა აპრილისა და დედა ენის ბაღებში იმყოფებოდა, სადაც მერიის პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ჯიშს ხეები დაირგო.
„ვატარებ მონიტორინგს მთელი ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა სკვერებსა და პარკებში, სადაც სამუშაოები ჩატარდა, რათა დავრწმუნდეთ იმაში, თუ რა გავაკეთეთ. ყველა პარკი, რასაც ვათვალიერებთ, არის მაქსიმალურად მოწესრიგებული,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.
სამუშაოებს თბილსერვის ჯგუფი ახორციელებს.