19 ნოემბერი 2024,   21:45
ვრცლად
სპორტისა და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები კორტების დანგრევას აპროტესტებენ

იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩოგბურთის კორტების დანგრევა კიდევ ერთხელ გააპროტესტეს თბილისელებმა. აქციის მონაწილეები, სპორტისა და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები რეკრეაციული ზონის შენარჩუნებასა და კორტები აღდგენას ითხოვენ. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ტერიტორიაზე ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდეს.

დაწყებულია ხელმოწერების შეგროვება, მოგვიანებით კი თბილისის მერიას პეტიციით მართავენ. ნარმანიას უწყებაში კი ამბობენ, რომ ნებართვა მშენებლობაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემა თუ კერძო მესაკუთრე სპორტული ინფრასტრუქტურისა და რეკრეაციული სივრცის შენარჩუნების მოთხოვნებს გაითვალისწინებს.  

დღის ამბები