09 ოქტომბერი 2024,   16:29
ვრცლად
"რუსეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას" - ვლადიმერ პუტინი

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის მომხრეა.

განცხადება ამის შესახებ რუსეთის ლიდერმა ვნუკოვოს აეროპორტში, ფრანგ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ვლადიმერ პუტინის თქმით, ის პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. 

"ნამდვილად მაქვს იმედი, რომ უახლოეს მომავალში იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ეს საკითხი დეტალურად განვიხილ საფრანგეთის პრეზიდენტთან. იმედი მაქვს, რომ კონფლიქტი მოგვარდება. ამას მხარს უჭერს რუსეთიც და პროცესში ჩართული სხვა ქვეყნებიც. რუსეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. ჩემი აზრით, ამჟამინდელი სიტუაცია უკეთესობის იმედს გვაძლევს"-განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე განცხადებით, ფრანსუა ოლანდთან შეხვედრის დროს მოსკოვისთვის მისტრალების გადაცემის შესახებ არ უსაუბრია.

დღის ამბები