ახმეტის რაიონის სოფლების, ქვემო და ზემო ალვანის მაცხოვრებლები, თუშეთის გზის დროულად გაწმენდასა და მოწესრიგებას მოითხოვენ.
ადგილობრივებს პრეტენზიები ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან აქვთ, რომელმაც გზის მოვლის ვალდებულება აიღო. თუმცა, მათი თქმით, კომპანია მოძველებული ტექნიკის გამო სამუშაოებს სრულყოფილად ვერ ახორციელებს.
ადგილობრივი მძღოლები, რომლებსაც თუშეთში ტურისტები გადაჰყავთ, ამბობენ, რომ ამ მიზეზით წელს შესაძლოა, მთაში ტურისტული სეზონი ჩავარდეს.
ქვემო და ზემო ალვანის მაცხოვრებლები პრობლემით დაინტერესებას მთავრობისგან ითხოვენ.