03 ოქტომბერი 2024,   19:33
ვრცლად
დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი შს მინისტრს მიმართავს

დიზაინერმა დათუნა სულიკაშვილმა პოლიციის მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შერაცხყოფის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილით მიმართა. იგი შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართავს კანონის ფარგლებში დაისაჯოს პოლიციელი სოსო ჯორბენაძე.

სულიკაშვილის თქმით, იგი ყიფშიძის ქუჩაზე მანქანით იდგა, რა დროსაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის ერთ-ერთმა წევრმა ავტომანქანიდან გადმოსვლა მოსთხოვა. თავად ყვება, დიზაინერმა მიზეზის განმარტება ითხოვა, სამართალდამცველი კი მანქანიდან მის ძალით გადმოყვანას შეეცადა. სულიკაშვილმა ინფორმაცია სოციალური ქსელით გაავრცელა.

როგორც სულიკაშვილი ამბობს, მან მომხდარის შესახებ ინფორმაცია გენინსპექციასაც მიაწოდა. მომხდარზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ შინაგან საქმეთა სამინისტროში. ძალოვან უწყებაში აცხადებენ, რომ ყველა კითხვას პასუხს გამოძიება გაცსცემს, რომელსაც გენარალური ინსპექცია აწარმოებს. 

დღის ამბები