19 ნოემბერი 2024,   21:43
ვრცლად
აქცია გონიოში - მოსახლეობა ნაკვეთების დაკანონებას ითხოვს

გონიოს მოსახლეობა ბათუმის მერიასთან აქციას განაგრძობს. ისინი საკრებულოს მიწის აღიარების კომისიისგან, მათი პრობლემის მოგვარებას თხოვენ. აქციის მონაწილეებს კომისიის თავმჯდომარე შეხვდა და დაპირდა, რომ მათ საკითხზე უახლოეს დღეებში მიიღებენ გადაწყვეტილებას.

გონიოში 270 ოჯახი მეოთხე წელია იმ მიწის ნაკვეთების დაკანონებას ითხოვს, რომლებიც 2007 წელს გადასცეს, სამი წლის შემდეგ კი ჩამოართვეს. მათ აქცია მთავრობის სახლთანაც გამართეს, რომელსაც დაპირისპირება სამართალდამცველებთან მოჰყვა. დაკავებულია აქციის ერთი მონაწილე.

დღის ამბები