ხმაური ატენის ქუჩაზე - მოსახლეობა 27 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
მოსახლეობა გზის გადაკეტვას ცდილობს, თუმცა ამის საშუალებას მათ სამართალდამცავები არ აძლევენ.
აქციის მონაწილეების თქმით, ატენის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას, უშიშროების საბჭოს მდივნის, ირინა იმერლიშვილის მეუღლე ახორციელებს.
ადგილზე იმყოფებოდა ნაციონალური მოძრაობის წევრი ელენე ხოშტარია. შექმნილ ვითარებას გაეცნო რაიონის გამგებელიც.