ეროსი კიწმარიშვილის საქმე - პროკურატურის მიერ გამოძიებულ საქმეზე განმარტებები პარლამენტში კეთდება.
ქართული ოცნების წევრის ელისო ჩაფიძის თქმით, მისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ის პირადად იცნობდა ეროსი კიწმარიშვილს, სმისთვის რთული დასაჯერებელია, რომ კიწმარიშვილი თავს მოიკლავდა.
„ადამიანურად მეც ძალიან მიჭირს დავიჯერო, მაგრამ ჩვენ უნდა ვენდოთ ექსპერტ-კრიმინალისტებს, იმ ადამიანებს, რომლებიც უკეთ არიან ჩახედული ადგილზე არსებულ სიტუაციაში,“ - განაცხადა ელისო ჩაფიძემ.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი აცხადებს, პროკურატურის ვერსიასთან დაკავშირებით, კითხვის ნიშნები არ გაჩენია.
„მე რამდენადაც პროკურატურის განმარტებები მოვისმინე, სიმართლე რომ ვთქვა, კითხვები არ გამჩენია, იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება ეს არი იყოს რეალისტური,“ - განაცხადა გიორგი კახიანმა.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი