19 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
დარიალის ხეობაში მანქანების რამდენიმეკილომეტრიანი კოლონა გზის გახსნას ელოდება

ღვარცოფის გამო, მუშაობა შეაჩერა სასაზღვრო გამშვებმა პუნქტმა ყაზბეგმა, რის შედეგადაც დარიალის ხეობაში, რუსეთის ტრიტორიისკენ მიმავალი მანქანების დიდი კოლონა გზის გაგრძელება ვეღარ ახერხებს. 

ისინი დარიალის ხეობაში არიან ჩარჩენილები. მგზავრებს ლარსის მეშვეობით, რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლა სურდათ, თუმცა არ აქვთ ინფორმაცია, როდის მოხდება გზის აღდგენა.

სპეციალისტების განცხადებით, გზის აღდგენას სულ მცირე ორი ან სამი კვირა დასჭირდება.

დევდორაკის მყინვარის ძირში დაახლოებით ერთი კილომეტრის ტერიტორიაზე გზა კალაპოტის ცვლილების შედეგად ადიდებულმა თერგმა წაიღო და ამჟამად მდინარე სამანქანო გზაზე მიედინება.

ღვარცოფის შედეგად დაახლოებით ერთ კილომეტრამდე მონაკვეთი მოწყდა გარესამყაროს. 

ადგილზე დილიდან მუშაობენ გეოლოგები, ასევე სტიქიის ზონაში იმყოფებიან შს სამინისტროსა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.

დღის ამბები