სააპელაციო სასამართლოს მიერ რუსთავი 2-სთვის გადაწყვეტილების ვადაზე ადრე ჩაბარების ფაქტიდან მე-3 დღეს უზენაესი სასამართლოდან პირველი გამოხმაურება დღეს მოჰყვა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, პაატა სილაგაძისთვის სააპელაციო სასამართლოს მიერ რუსთავი 2-სთვის გადაწყვეტილების ვადაზე ადრე ჩაბარება სამართლებრივად მისაღებია.
სილაგაძის თქმით, გადაწყვეტილების ვადაზე ადრე გამოგზავნით სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულება განხორციელდა და არც ერთი მხარის უფლება არ შელახულა.
„თუკი სასამართლოს აქვს გადაწყვეტილება დროულად მომზადებული, რატომაც არ უნდა ჩააბაროს,“- განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, პაატა სილაგაძემ.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე.